წესები და Პირობები

ვებგვერდის მოხმარების წესები და პირობები

 

 

პრეამბულა

 

ერთი მხრივ, შპს „ნინო გოგე გალერი“  (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გალერეა“ ან „ჩვენ“) და მეორე მხრივ, „მომხმარებელი“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მომხმარებელი“ ან „თქვენ“),  თანხმდებიან, დადონ წინამდებარე ხელშეკრულება შემდეგი პირობებით. წინამდებარე ხელშეკრულება (იგივე – „წესები და პირობები“)  არეგულირებს გალერეის ოფიციალური ვებგვერდით – ninogogegallery.com სარგებლობის წესებს, კერძოდ,  მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნის,  ონლაინ გალერეაში განთავსებული ნივთ(ებ)ის  შეძენის, ანგარიშწორებისა და ნივთის მიწოდების,  ანგარიშის გაუქმების წესებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და  პასუხისმგებლობას.

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს გალერეასა და მომხმარებელს შორის დადებულ იურიდიულად მავალდებულებელ შეთანხმებას. ონლაინ გალერეაში წარმოდგენილი ნივთის შეძენამდე მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე წესებს და პირობებს.

 

მუხლი 1. ტერმინების განმარტება

 

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

გალერეა“ –  შპს „ნინო გოგე გალერი“  (კერძო სამართლის იურიდიული პირი, რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი: 404606869,  იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, იაკობ ნიკოლაძის ქუჩა #8, სართული 1, ბინა 1.

„ვებგვერდი“ – გალერეის კუთვნილი ვებგვერდი www.ninogogegallery.com

 „მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იყენებს  ვებ-გვერდს  Ninogogegallery.com და სურს შეიძინოს  ონლაინ გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევარი/ნამუშევრები (შემდგომში- „ნივთი“)

წესები და პირობები“  – იგივე – „ხელშეკრულება“ – გალერეასა და მომხმარებელს  შორის დადებული სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმება,რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობისა და ნამუშევრების შეძენის პირობებსა და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

„მხარეები“ –  გალერეა და  მომხმარებელი ერთობლივად.

„მესამე პირი“ – ნებისმიერი პირი, გარდა გალერეისა და მომხმარებლისა;

„ანგარიში“ – მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე ninogogegallery.com რეგისტრირებული ანგარიში.

 

„ავტორიზაცია“ – ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშზე მომხმარებლის წვდომა, განხორციელებული მომხმარებლის მიერ ანგარიშის რეგისტრაციისას მითითებული სახელითა და პაროლით.

 

„უნივერსალური იდენტიფიკატორები“ – მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაცია, რაც მოიცავს: მომხმარებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, ელ.ფოსტის მისამართს, სახელს, პაროლს, ტელეფონის ნომერს, მისამართს ან/და სხვა.

 

„ვერიფიკაცია“ – მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემების სისწორის დადასტურება  ანგარიშის უსაფრთხოების მიზნით.

 

„წვდომის კოდები“ – უსაფრთხოების   დამატებითი ღონისძიების სახით მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე ამა თუ იმ ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო ერთჯერადი კოდი, რომელიც იგზავნება მომხმარებლის ელ.ფოსტის მისამართზე ან მობილურ ტელეფონზე და საჭიროებს დადასტურებას.

 

„ნივთი“ – მოძრავი ნივთ(ებ)ი,  რომელიც სარეალიზაციოდ წარმოდგენილი/შეთავაზებულია ვებგვერდზე ონლაინ გალერეაში და რომელსაც როგორც წესი, წარმოადგენს ფერწერის, ქანდაკების,  ხელოვნების ნაწარმოებები და სხვ.

 

თუ კონტექსტი ამას მოითხოვს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ მხოლობით ტერმინებს გააჩნია მრავლობითი მნიშვნელობა და პირიქით.

 

მუხლი 2. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

 

  • წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი გარანტიას იძლევა და ადასტურებს, რომ

 

  • სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს;
  • ვებგვერდზე – com რეგისტრაციისას და ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ მითითებული ყველა მონაცემი/ინფორმაცია არის სრული, ზუსტი და უტყუარი;
  • ფიზიკური პირის შემთხვევაში: ვებგვერდითსარგებლობის დროისათვის იგი არის  18 წელს მიღწეული პირი;
  • ვებგვერდზე ანგარიშის გახსნისას და წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედების განმავლობაში მისი საქმიანობა/ქმედება სრულ შესაბამისობაში არის/იქნება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
  • არც ერთი მისი ქმედება არ არის/არ იქნება მიმართული გალერეის ან/და ნებისმიერი მესამე პირის შეცდომაში შეყვანისკენ/მოტყუებისაკენ/ზიანის მიყენებისაკენ.
  • გააჩნია სრული უფლებამოსილება, იკისროს და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • თანახმაა, ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვისგალერეამ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
  • ვებგვერდისგამოყენებას  მოახდენს პირადად;
  • სრულად  უზრუნველყოფს მისი კუთვნილი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას და არ არ გაამჟღავნებს ინფორმაციას ნებისმიერ მესამე პიზე.
  • არ დაარღვევს ვებგვერდზე com წარმოდგენილ შინაარსზე გალერეის/მასთან დაკავშირებული პირ(ებ)ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას.

 

მუხლი 3.  ანგარიშის გახსნა

 

3.1. შეკვეთის განთავსებისა და ნივთის შეძენის მიზნით მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე – ninogogegallery.com, სადაც უთითებს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე/წელი/თვე), სქესი, ანგარიშისათვის სახელი და პაროლი, ელ. ფოსტის მისამართი.

3.2. იმისათვის, რათა რეგისტრაცია წარმატებით დასრულდეს,  მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება მომსახურების წესებსა და პირობებს. შესაბამისად, მომხმარებელმა არ უნდა განაგრძოს ვებგვერდით სარგებლობა, თუ არ გაცნობია და არ ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.

3.3. ვებგვერდზე ანგარიშის წარმატებით რეგისტრაციისა და ელ.ფოსტის მეშვეობით ვერიფიკაციის შემდეგ, მომხმარებელი გადის ავტორიზაციას მის მიერ მითითებული სახელითა და პაროლით.

3.4. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას მისი ანგარიშის მონაცემებისა და წვდომის კოდების უსაფრთხოება  და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.

3.5. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე, შესაბამისად, გალერეა სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე/დანაკარგზე.

 

3.6. ვებგვერდის გამოყენებისას/ნივთის შეძენისას შესაძლოა დამატებით გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი წვდომის კოდ(ებ)ი. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ირჩევს მისთვის კოდის გაგზავნის მეთოდს: ელ. ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე.

 

მუხლი 4. შეკვეთის განთავსება. ნივთის შეძენა

 

4.1.რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებგვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ ნივთ(ებ)ს და ამატებს მათ კალათაში მათი შეძენის მიზნით.

4.2. ნითის შეძენის გვერდზე მიეთითება შემდეგი დამატებითი ინფორმაცია: მომხმარებლის პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი ან/და სხვა მონაცემები.

4.3. ნივთის შეძენის ოპერაციის დასრულების მიზნით მომხმარებელი ირჩევს ნივთის მიწოდებისა და ანგარიშწორების სასურველ მეთოდებს და ასრულებს ნივთის შეძენის პროცედურას.

 

4.4. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს  ონლაინ გალერეაში  გასაყიდად წარმოდგენილი ნივთის მიწოდების შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთი: ა) გალერიის ადგილსამყოფელიდან წაღება ან  ბ) ადგილზე მიტანის სერვისი.

 

4.5. შპს „ნინო გოგე გალერის“ კუთვნილი გალერეა მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. #8, სართული 1, ბ. 1.

 

4.6. მომხმარებელი ახდენს ვერიფიკაციას ვებგვერდზე რეგისტრაციისას მის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან მობილურ ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი უნივერსალური კოდის მეშვეობით.

 

მუხლი 5. ანგარიშსწორების პირობები

 

5.1. მომხმარებელი გალერეასთან ანგარიშსწორებას ახდენს  გადახდის შემდეგი მეთოდებით: ა) საბანკო გადარიცხვის გზით; ბ) ნებისმიერი VISA ან MASTERCARD  ბარათით გადახდა ვებგვერდზე www.ninogogegallery.com; გ)  ნაღდი ან საკრედიტო ბარათის მეშვეობით ანგარიშწორება გალერეაში, რომლის მისამართი მოცემულია მე-4 მუხლში.

 

  • ნებისმიერი VISA ან MASTERCARD  ბარათით თანხის გადახდისას მომხმარებლის პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ  ბანკის კუთვნილ ვებგვერდზე, რაც  უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების დაცვას.

 

  • ანგარიშწორების მიზნებისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტებია:

 

მიმღები:  შპს „ნინო გოგე გალერი” (ს/ნ: 404606869)

მიმღების ბანკი: სს საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი BAGAGE22

მიმღების ანგარიშის ნომერი GE30BG0000000498576099

 

  • უნაღდო ანგარიშწორებისას მომხმარებლის მიერ თანხის გადახდის ვალდებულება გალერეის წინაშე შესრულებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ნივთის ღირებულება (და დამატებითი სერვისის საფასური, ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად აისახება გალერეის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.

 

მუხლი 6. გალერეის პასუხისმგებლობა და მისი შეზღუდვა

 

  • გალერეა პასუხისმგებელია წინამდებარე წესებისა და პირობების სრულ და  ჯეროვან შესრულებაზე.

 

  • გალერეა პასუხისმგებელია მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე, ვებგვერდზე წარმოდგენილი კონფიდეციალობის პირობებისა (შემდგომში – „კონფიდენციალობის პოლიტიკა“) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  • გალერეა მიმართავს ყველა კანონიერ საშუალებას, რათა უზრუნველყოს ვებგვერდის com გამართულად მუშაობა და მასზე მომხმარებლის წვდომა.

 

  •  გალერეა მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ ზომასა და საშუალებას, რათა ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში გონივრულ ვადაში აღმოფხვრას იგი. თუმცა  კანონმდებლობის ფარგლებში გალერეა არ იძლევა  ვებ-გვერდის ან/და შეთავაზებული მომსახურების უწყვეტი/მუდმივი ხელმისაწვდომობის გარანტიას.
  • გალერეის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მის ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსის სისწორით და იგი პასუხს არ აგებს იმ ბმულების/ვებგვერდების შინაარსზე, რომლებზეც შესაძლოა მომხმარებელი გადამისამართდეს წინამდებარე ვებგვერდიდან.

 

  • გალერეას არ ეკისრება პასუხისმგებლობა:

ა.  შესაძლო პროგრამულ ხარვეზებზე, შეცდომებზე, ვირუსებზე და სხვ.;

ბ. ამა თუ იმ მიზეზით ვებ-გვერდზე მომხმარებლის წვდომის შეზღუდვასა თუ შეწყვეტაზე;

გ. მომხმარებლის მიერ  რეგისტრაციისას ან/და შემდგომში მითითებული რაიმე ინფორმაციის სიწორეზე.

 

6.7. გალერეას არ ეკისრება სახელშეკრულებო, დელიქტური ან სხვა რაიმე სახის  (ფინანსური ან სხვა) პასუხისმგებლობა მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის წინაშე რაიმე სახის ზიანზე/ზარალზე/დანაკარგზე რაც რაიმე ფორმით დაკავშირებული ან გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

 

ა. ვებგვერდის გაუმართავი/შეცდომითი მუშაობით;

ბ.  ოპერაციის/ტრანზაქციის/ტრანსმისიის შეწყვეტით/შეფერხებით;

გ. მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ ვებგვერდის უკანონო გამოყენებით;

დ. საბანკო ან სხვა ნებისმიერი სერვისის მიმწოდებლის (მესამე პირის) შეცდომით/ბრალით;

ე. მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ ვებგვერდზე არსებული რაიმე სახის ბმულის გამოყენებით.

ვ. გალერეის კონტროლს მიღმა არსებული სხვა ნებისმიერი  გარემოებით.

 

მუხლი 7. ნივთის მიწოდების პირობები

 

  • მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს ნივთის გელერეის ფიზიკურ ადგილსამყოფელზე მიღების ან მის მიერ მითითებულ მისამართზე მიწოდების ოფცია.
  • ჩვენ გთავაზობთ მიწოდებას მთელ მსოფლიოში. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ არჩეულია ნივთის ადგილზე მიწოდების სერვისი, შეძენილი ნივთ(ებ) მიწოდება ხორციელდება გალერეის საბანკო ანგარიშზე თანხის სრულად ჩარიცხვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ქ. თბილისის მასშტაბით.
  • საქართველოს მასშტაბით რეგიონებში ნივთის მიწოდების ვადა შადგენს თანხის გალერეის საბანკო ანგარიშზე ასახვიდან 14 სამუშაო დღეს.
  • საქართველოს ფარგლებს გარეთ ნივთის მიწოდების ვადა შეადგენს თანხის გალერეის საბანკო ანგარიშზე ასახვიდან 28 სამუშაო დღეს.
  • ნივთის მიწოდება მოხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე..
  • ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიწოდების შეფერხების შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს გალერეას წინამდებარე წესებსა და პირობებში მითითებული ტელეფონის ან ელ.ფოსტის მეშვეობით, რის შემდგომაც გალერეა დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს შესაბამის სერვისის მიმწოდებელთან (საკურიერო/საფოსტო კომპანია) კომუნიკაციას მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების ხარვეზის გონივრულ ვადაში აღმოფხვრის მიზნით.

 

  1. ნივთის დაბრუნების და თანხის ანაზღაურების წესები.

8.1. გალერეა ვალდებულია უკან დაიბდუნოს ნივთი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთი მომხმარებლისთვის მიწოდების მომენტში ნივთი დაზიანებული/ნაკლის მქონეა. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, დაზიანების თაობაზე დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს ნივთის  მიღებიდან 01 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს გალერეას .

8.2. ნივთის დაზიანება დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებ(ებ)ით. ნივთის დაზიანების/ნაკლის არსებობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს.

8.3. გალერეა უფლებამოსილია, უკან არ დაიბრუნოს ნივთი, თუ  ნივთის მდგომარეობა არ იქნება ისეთივე, როგორიც ის იყო მომხმარებებლისთვის გადაცემის მომენტში.

8.4.  დაზიანებული ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის თანხის  უკან დაბრუნება (გადარიცხვა) მოხდება ნივთის გალერეისთვის დაბრუნებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მომხმარებლის მიერ ანგარისწორებისას მითითებულ  საბანკო ანგარიშზე. მომხმარებლის ანგარიშზე თანხის  ასახვის ვადა წარმოადგენს მხოლოდ შესაბამისი ბანკის კომპეტენციას  და გალერეა აღნიშნულზე არ იღებს პასუხისმგებლობას.

8.5. მომხმარებლისთვის გაგზავნილი ნივთის დაკარგვის შემთხვევაში გალერეა მოახდენს მომხმარებლის მიერ გადახდილი ნივთის საფასურის უკან დაბრუნებას ნივთის დაკარგვის ფაქტის სათანადო წესით დადასტურებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მომხმარებლის მიერ ანგარისწორებისას მითითებულ  საკრედიტო ბარათზე/ ანგარიშზე. მომხმარებლის ანგარიშზე თანხის  ასახვის ვადა წარმოადგენს მხოლოდ შესაბამისი ბანკის  კომპეტენციას  და გალერეა აღნიშნულზე არ იღებს პასუხისმგებლობას.

 

  1. შეკვეთის გაუქმების წესი

 

  • მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა.
  • მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია ნივთის გაგზავნამდე. ნივთის სტატუსი („გაგზავნილი“) მითითებულია მომხმარებლის ანგარიშის გვერდზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმება განხორციელდა წინამდებარე მუხლით დადგენილი წესების დაცვით, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება შეკვეთის გაუქმებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. მომხმარებლის ანგარიშზე თანხის  ასახვის ვადა წარმოადგენს შესაბამისი ბანკის კომპეტენციას  და გალერეა აღნიშნულზე არ იღებს პასუხისმგებლობას.
  • გალერეა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს შეკვეთა, თუ ნივთი არ არის ხელმისაწვდომი ან/და ტექნიკური ხასიათის ან სხვა პრობლემის გამო. მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება გალერეის მიერ შეკვეთის გაუქმებიდან 03  (სამი) სამუშაო დღის ვადაში. მომხმარებლის ანგარიშზე თანხის  ასახვის ვადა წარმოადგენს შესაბამისი ბანკის კომპეტენციას  და გალერეა აღნიშნულზე არ იღებს პასუხისმგებლობას.

 

 

  1. მომხმარებლის ანგარიშის გაუქმება

 

  • მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს (წაშალოს) ვებგვერდზე მის მიერ რეგისტრირებული ანგარიში.
  • მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში გალერეა უფლებამოსილია ცალმხრივად, ელ.ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის გზით გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში ან/და კონკრეტული შეკვეთა.
  • ანგარიშის გაუქმება არც ერთ შემთხვევაში არ იწვევს ვებგვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის პირობების მოქმედების შეწყვეტას.

 

11.პასუხისმგებლობა წესებისა და პირობების დარღვევისთვის

 

11.1. მხარეები  წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრი  ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხს აგებენ   ამ ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

11.2. თითოეული მხარე ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ან არასრულად/არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით;

 

მუხლი 12. მარეგულირებელი კანონმდებლობა, დავის გადაწყვეტა

 

12.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

12.2. ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

12.3. მხარეები მიმრთავენ ყველა კანონიერ ზომას, რათა წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება გადაწვიტონ ურთიერშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ნებისმიერ დავას, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ან დაკავშირებული იყოს წინამდებარე წესებთან და პირობებთან, მათში ცვლილებებთან, მათ შესრულებასთან, დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან ნამდვილობასთან, განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

მუხლი 13. წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა

13.1. გალერეა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინებისა და მისგან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით შეიტანოს ცვლილება-დამატებები წინამდებარე წესებსა და პირობებში.

13.2. წინამდებარე წესებსა და პირობებში შეტანილი ცვლილებები  ძალაში შედის ამავე ვებგვერდზე – Ninogogegallery.com   გამოქვეყნებისთანავე, სადაც აგრეთვე აღნიშნული იქნება ცვლილებების შეტანის/წესებისა და პირობების განახლების თარიღი.

 

მუხლი 14. ფორს-მაჟორი

 

14.1. მხარეები თავისუფლდებიან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. ამგვარი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.

14.2. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ თავისუფლდება წინამდებარე წესებითა და პირობებიტ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

14.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები შესაბამისად შეჩერდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებამდე და განახლდება ამგვარი გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ.

 

მუხლი 15. კონფიდენციალურობის პირობები

 

15.1. მომხმარებელი ყურადღებით უნდა გაეცნოს ვებგვერდზე წარმოდგენილ კონფიდენციალურობის პირობებს.

15.2. გალერეის ვებგვერდზე – ninogogegallery.com-ზე შესვლით და აღნიშნული ვებგვერდით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება კონფიდენციალურობის პოლიტიკას და  ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.

 

მუხლი 16. ინტელექტუალური საკუთრება

 

16.1. ვებგვერდზე www.ninogogegallery.com  განთავსებული ნებისმიერი სახის შინაარსი/ინფორმაცია (გამოსახულებები, ტექსტები, სურათები, დიზაინი, ლოგოები, სასაქონლო ნიშნები, პროგრამები და სხვა) წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე უფლებები ეკუთვნის გალერეას ან/და მასთან დაკავშირებულ პირებს.

16.2 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი აცხადებს, რომ მის მიერ არ დაირღვევა ზემოხსენებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.

16.3. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უნებართვოდ გამოყენება (რაც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგიტ: გამოქვეყნება, კოპირება, დამუშავება, გადაცემა) დაუშვებელია გალერეის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

16.3. ვებგვერდზე წარმოდგენილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტ(ებ)ის გალერეის თანხმობის გარეშე  გამოყენება იწვევს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 17. ერთიანი ხელშეკრულება

წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ  სხვა შეთანხმებებთან  ერთად წარმოადგენს გალერეასა და მომხმარებელს შორის დადებულ ერთიან  ხელშეკრულებას, რომელიც ცვლის მხარეთა შორის ადრე დადებულ წერილობით თუ ზეპირ ხელშეკრულებებთან მიმართებით და აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.

 

მუხლი 18. გარდამავალი დებულებები

 

18.1. წინამდებარე წესებსა და პირობებს აქვთ სავალდებლო იურიდიული ძალა და მოქმედებს მომხმარებლის  ანგარიშის  გაუქმებამდე.

18.2.მომხმარებელი უფლებამოსილი არ არის, წინამდებარე წესებისა და პირობების საფუძველზე შეძენილი უფლებები ა/და ნაკისრი ვალდებულებები გადასცეს/ გადაკისროს მესამე პირ(ებ)ს გალერეის წერილობითი თანხმობის გარეშე. გალერეა უფლებამოსილია, გადასცეს წინამდებარე წესებისა და პირობების საფუძველზე შეძენილი უფლებები ა/და ნაკისრი ვალდებულებები  ნაკისრი ვალდებულებები გადასცეს/ გადაკისროს მესამე პირ(ებ)ს.

18.3.  წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს დანარჩენი პუნქტების ბათილობას. ასეთ შემთხვევაში წესებისა და პირობების დანარჩენი დებულებები ძალაში რჩება და მოქმედებს ბათილი დებულებების გარეშე.

 

კონტაქტი:

წინამდებარე წესებიდან და პირობებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს „ნინო გოგე გალერი“,

მისამართი:  ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. #8, სართული 1, ბ. 1ა

საფოსტო ინდექსი: 0179

ელ. ფოსტა: contact@ninogogegallery.com

ტელ: +995 599 19 83 09

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.