კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პრეამბულა

წინამდებარე ვებგვერდი ეკუთვნის   შპს „ნინო გოგე გალერის“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გალერეა“ ან „ჩვენ“).  გალერეა მომხმარებლის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც – „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გროვდება, გამოიყენება და მუშავდება ვებგვერდზე სტუმრობისა და მოხმარებისას, იცავს წინამდებარე წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ვებგვერდზე – ninogogegallery.com სტუმრობით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და უფლებას ანიჭებს გალერეას, შეაგროვოს, გამოიყენოს და დაამუშავოს  მისი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობის შესაბამისად.

გალერეის მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების მიზანია გალერეის მიერ გასაწევი მომსახურებისა და ჩვენი ოფიციალური ვებგვერდის გაუმჯობესება.

იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, გთხოვთ, შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.

 

  1. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ                           

 

1.1. მომხმარებლის მიერ ვებგვერდით – ninogogegallery.com სრულყოფილი სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლოა გალერეის მიერ მოთხოვნილი/შეგროვილი/გამოყენებული/დამუშავებული იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: მომხმარებლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტის მისამართი და სხვ.) და სხვა. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ მიერ გროვდება და გამოიყენება მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და მასთან კონტაქტის მიზნით.

1.2. მომხმარებლის მეირ ვებგვერდზე სტუმრობის/გამოყენებისას ვაგროვებთ თქვენი (მომხმარებლის) ბრაუზერის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს, რაც მოიცავს მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი ინფორმაციით: მომხმარებლის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი; ბრაუზერის ტიპი; ვებვერდზე მომხმარებლის ვიზიტის თარიღი; ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ გატარებული დროის პერიოდი; იმ გვერდების მისამართები, რომლიდანაც მომხმარებელი ეწვია ვებგვერდს ninogogegallery.com.

 

  1. ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების მიზანი

 

ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვების/შენახვის/დამუშავების მიზანია   თქვენ მიერ განხორციელებული შეკვეთის დამუშავება და შესრულება, ანგარიშის მართვა,  თქვენზე მორგებული შემოთავაზებების გამოგზავნა, ვებგვერდით თქვენ მიერ სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველყოფა, ასევე ვებგვერდის გამართული ფუნქციონირება და ვებგვერდის ჯეროვანი ადმინისტრირება და ყოველივე ზემოაღინიშნულთან დაკავშირებული, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესებით გათვალისწინებული  სხვა მიზნების შესრულება.

 

  1. ინფორმაციის სისწორე

 

მომხმარებლის პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის  შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში შესაბამისად შეასწოროს/განაახლოს მონაცემები ვებგვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გალერეა რაიმე ფორმით პასუხისმგებელი არ არის დანაკარზე/ზიანზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს მომხმარებელს ან/და მესამე პირს.

 

  1. მზა ჩანაწერები  – “Cookies”

 

4.1. ვებგვერდით სრულყოფილი სარგებლობის მიზნით დრო და დრო ვიყენებთ მზა ჩანაწერებს (შემდგომში – „Cookie“ ფაილები), რომლის მეშვეობით შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ მის ინტერესებზე მორგებული კონტენტი/შეთავაზებები. მომხმარებელი თავისუფალია არჩევანში, დაეთანხმოს ან უარი განაცხადოს მზა ჩანაწერების გამოყენებაზე, რისთვისაც მომხმარებელმა თავისი ინტერნეტბრაუზერით უნდა უარყოს Cookie ფაილები. Cookie ფაილების უარყოფის/შესაბამისი პარამეტრების შეცვლის გარეშე ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება გულისხმობს, რომ მომხმარებელი ეთანხმება ამგვარი ფაილების გამოყენებას.

4.2. გალერეა პასუხს არ აგებს Cookie ფაილების გამოყენების გარეშე ვებგვერდის გაუმართავ ფუნქციონირებაზე.

 

  1. პერსონალური ინფორმაციის დაცვა

 

გალერეა  პასუხისმგებლობას იღებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე მოგროვილი/დამუშავებული პერსონალური ინფორმაციის დაცულობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. სხვა ვებგვერდებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შეზღუდვა

 

გალერეა არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს იმ ბმულების/ვებგვერდების მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცულობაზე, რომლებზეც შესაძლოა გადამისამართდეთ  გალერეის ოფიციალური ვებგვერდიდან. თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი ვებგვერდ(ებ)ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მხოლოდ მისი წაკითხვისა და თანხმობის შემთხვევაში განაგრძოთ ასეთი ვებგვერდებით სარგებლობა.

 

  1. ერთიანი ხელშეკრულება

 

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ვებგვერდის მოხმარების წესებთან და პირობებთან, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წარმოადგენს გალერეასა და მომხმარებელს შორის დადებულ ერთიან  ხელშეკრულებას, რომელიც იურიდიულად სავალდებულოა ორივე მხარისთვის.

 

  1. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

 

8.1. გალერეა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინებისა და მისგან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

8.2. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის ამავე ვებგვერდზე – com   გამოქვეყნებისთანავე, სადაც აგრეთვე აღნიშნული იქნება ცვლილებების შეტანის/წესებისა და პირობების განახლების თარიღი.

8.3. თუ თქვენ განაგრძობთ ვებგვერდით სარგებლობას, აღნიშნული ქმედება ჩაითვლება თქვენს თანხმობად ამგვარ ცვლილება-დამატებებზე.

 

 საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით შენიშვნების/კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ:

შპს „ნინო გოგე გალერი“,

მისამართი:  ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. #8, სართული 1, ბ.1

საფოსტო ინდექსი: 0179

ელ. ფოსტა: contact@ninogogegallery.com

 ტელ: +995 599 05 16 51

 

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.