Unspoken: Words of Silence and Noise
31-07-2021 - 31-08-2021
NINO GOGE GALLERY წარმოგიდგენთ გამოფენას – „Unspoken: Words of Silence and Noise”
რა აღქმადი, სოციალური და პოლიტიკური შესაძლებლობები გააჩნია ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურებს, რა თავისებურებებით გამოირჩევა ის საქართველოს დედაქალაქ თბილისში და როგორ შეიძლება მათი მხატვრული განხილვა საგამოფენო კონტექსტში? გამოფენის ძირითადი კურატორული კონცეფცია და იდეები სწორედ ამ კითხვების გარშემო ერთიანდება.
გამოფენა ასახავს ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, რომლებიც 1918 წლიდან დღემდე თან ახლავს საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ და საკლუბო კულტურას. მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით, გამოფენა სწორედ იმ ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება, რომლებიც, ზემოთ აღნიშნული კულტურებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე დროს, ის ცდილობს გამაერთიანებელი, გლობალური ნიშან-თვისებების პოვნას.
გამოფენაზე წარდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილისა და ომარ გოგიჩაიშვილის (Hitori Ni) ფოტო ნამუშევრები. ასევე კურატორის მიერ შექმნილი ვიდეო ნამუშევარი, რომელიც, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პირველი არხის არქივისა და პირადი წყაროების ვიდეო მასალების შერწყმით წარმოადგენს მხატვრულ და დოკუმენტურ-რეტროსპექტულ განმარტებას, საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურებზე.
გამოფენის პარალელურად, თბილისის კლუბური კულტურის სცენიდან ხუთი მუსიკოსი წარადგენს თავისებურ-შემოქმედებით შესრულებას, რომელიც სუბ- და ახალგაზრდული კულტურების სხვადასხვა მოტივის ესთეტიკური იდეით ხასიათდება. მათ შორის არიან შემდეგი მუსიკოსები და თემები:
გამოფენის კურატორი: ვახტანგ ჭეიშვილი
გამოფენის გახსნა
31 ივლისი – ნატალია ბერიძე (სიმამაცე)
6 აგვისტო – რეზო ღლონტი (ვნება)
12 აგვისტო – თამადა (გართობა)
24 აგვისტო – ზესკნელ (ბრაზი)
29 აგვისტო – საფილეუმი (ცნობისმოყვარეობა)