Lade Veranstaltungen
Diese Veranstaltung hat bereits stattgefunden.

ნინო გოგე გალერეა მოხარულია წარმოგიდგინოთ ფილიპე გრეჩულევიჩის (*1978)

პერსონალური გამოფენა – PRESENT STATE .

გამოფენაზე წარმოდგენილია 19 მხატვრული და გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც ეხება აღქმის, დროითი და სივრცითი ფენომენოლოგიის, სუბიექტურად აღქმული და კოლექტიური რეალობის ურთიერთქმედებებს, გამოსახულების თემებსა და

კანონიკას – რეფლექსიურად ასახული იკონოგრაფიის სახით.

გრეჩულევიჩის შემოქმედება 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე მოიცავს სხვადასხვა მედიას, როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა და ინსტალაცია. მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილია 2020 – 2021 წლების განმავლობაში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. PRESENT STATE წარმოადგენს გამოფენათა ციკლის პირველ ნაწილს, რომელსაც ხელოვანი სამომავლოდ ინსტალაციისა და ქანდაკების სახით გააგრძელებს გალერეაში.

ფილიპე გრეჩულევიჩი ასპარეზთაშორის მიდგომას იყენებს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიისა და ფილოლოგიის სასაზღვრო სფეროებში, რათა ფენომენოლოგიური სიცხადით ჩაუღრმავდეს გამოსახულების იდენტობას.

ნინო გოგე გალერეა მოხარულია წარმოგიდგინოთ ფილიპე გრეჩულევიჩის (*1978)

პერსონალური გამოფენა – PRESENT STATE .

გამოფენაზე წარმოდგენილია 19 მხატვრული და გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც ეხება აღქმის, დროითი და სივრცითი ფენომენოლოგიის, სუბიექტურად აღქმული და კოლექტიური რეალობის ურთიერთქმედებებს, გამოსახულების თემებსა და

კანონიკას – რეფლექსიურად ასახული იკონოგრაფიის სახით. გრეჩულევიჩის

შემოქმედება 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე მოიცავს სხვადასხვა მედიას, როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა და ინსტალაცია. მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილია 2020 – 2021 წლების განმავლობაში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. PRESENT STATE წარმოადგენს გამოფენათა ციკლის პირველ ნაწილს, რომელსაც ხელოვანი სამომავლოდ ინსტალაციისა და ქანდაკების სახით გააგრძელებს გალერეაში.

ფილიპე გრეჩულევიჩი ასპარეზთაშორის მიდგომას იყენებს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიისა და ფილოლოგიის სასაზღვრო სფეროებში, რათა ფენომენოლოგიური სიცხადით ჩაუღრმავდეს გამოსახულების იდენტობას.

ყოფნა განწყობაში

მეოცე საუკუნის ხელოვნებისა და ესთეტიკის ფილოსოფიაში დღემდე „ჭეშმარიტების მტკიცების“ პარადიგმა ჭარბობს. ამის საპირისპიროდ კი, თანამედროვე ესთეტიკის სფეროს უახლესი კვლევები მიდის იმ დაკვნამდე, რომ ხელოვნება „[…] გაგებულ უნდა იქნეს მასში არსებული წინააღმდეგობებისა და ავტონომიის ფარგლებში“ და არ მოექცეს ფილოსოფიურად წინასწარ გადაწყვეტილი პრობლემის დაქვემდებარების ქვეშ.

სწორედ ამ მატრიცაში, რომელიც კონკრეტული „ჭეშმარიტების ესთეტიკის“ ძიებას და/ან კანონიკურ რეალობას უარყოფს, ფილიპ გრეჩულევიჩის ნამუშევრებიც უნდა იქნეს მოაზრებული, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ გამოსახულების მოტივებიდან შინაარსის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება შეუძლებელია. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მკვეთრ წინააღმდეგობრივ

დამოკიდებულებებსა და განსხვავებული ფერწერული სტრატეგიების ურთიერთშერწყმას გვაჩვენებენ: მკაცრად სიმეტრიული კომპოზიციების გაწონასწორება ამორფული ფორმალური ენით და ისეთი დუალისტური

პრედიკატებით, როგორებიცაა მონოქრომული სივრცე და ორნამენტულ-გრაფიკული სფეროს შევსება, ასევე „მოტივი“ და „პერსპექტივა“, რომლებიც შორდებიან სურათს და დამთვალიერებლის პერცეპციულ ფენომენზე ამახვილებენ ყურადღებას. ამ გზით, დამთვალიერებელი საკუთარ თავს ენიგმატური ფერეწერული ლანდშაფტის წინ აღმოაჩენს, რომელიც მისი ზუსტი სიმეტრიული კომპოზიციის, პოეტური გადაწყვეტისა და ამორფული გამოსახულების მიუხედავად, კონკრეტულ ნარატიულ დონეს არ აყალიბებს. აქედან გამომდინარე კი იგი დამთვალიერებლის აღქმის თვალსაწიერსა და მის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. გრეჩულევიჩს ეს პროცესები

„ყოფნის მდგომარეობად“ ესმის და საკუთარ პრაქტიკას „ამ მდგომარეობაში ყოფნად“ აღიქვამს.

კოსმიური სიმეტრია და ამორფული პოეტიკა

გრეჩულევიჩის ნამუშევრებში განსხვავებული ფერწერული სტრატეგიები ერწყმის ერთმანეთს. ერთი მხრივ, ნამუშევრებში დაცულია მკაცრი სიმეტრია, მეორე მხრივ კი, პოეტური სიმსუბუქე. გამოსახულების სიმეტრიული ღერძი, წრიული ელემენტები ან წერტილებად მოცემული ელემენტები, რომლებიც გამოსახულების სივრცეს გეომეტრიულად ჰყოფენ, შემდეგ კი გრაფიკული ხაზებიდან მიღებულ ამორფულ სტრუქტურებად ერთდებიან. ეს სტრუქტურები კი მოგვაგონებენ უჯრედის მსგავს

ქსოვილს, რომლებიც ერთიან სხეულს ქმნიან. არტისტი ამ ფიგურებს აღწერს როგორც განწყობებისა და მდგომარეობების „არქეტიპებს“, რომლებსაც ადამიანები ყოველთვის განიცდიან. გრეჩულევიჩისთვის მხატვრული პროცესი წარმოადგენს ამ განწყობებსა და მდგომარეობებზე ცნობიერად და მიზანმიმართულად ფოკუსირების ფორმას. მისი ფოკუსი აქ პირველ რიგში არა ამ განწყობების და მდგომარეობების ემოციურ განცდას ეხება, არამედ მათ რეფლექსიურ ლოკაციას, მათ ვიზუალიზაციასა და წარმოსახვას. ეს პროცესი ხელოვანს საშუალებას აძლევს თავისი პერსონალური განწყობებისა და მდგომარეობების ვიზუალიზაცია „უნივერსალური გამოსახულებითი გეომეტრიის“ სახით წარმოადგინოს.

ხაზები ჰყოფენ და აკავშირებენ სივრცეს – დაწყებული ცალკე აღებული სხეულის ავტონომიიდან დასრულებული სივრცული გამოსახულების მთლიანობამდე.

ზუსტად დასმული პოზიცია, წერტილების განლაგება და წრიული სხეულები გვაგონებენ სიმეტრიული ინვერსიის მათემატიკურ სივრცულ პრინციპებს, სადაც ამ სიბრტყეზე განთავსებული ამორფული ფიგურები ერთი შეხედვით აუხსნელი გზით ორ და სამ განზომილებიან სივრცეებს შორის მოძრაობენ. წერტილის სიმეტრიაში არსებული პირობა, რომ ფიგურა წერტილ-სიმეტრიულად უნდა ჩაითვალოს თუ იგი თავის თავს სიმეტრიის წერტილში ასახვით ირეკლავს, გადაუწყვეტელია: კითხვა თუ რა აისახება და რა შეიძლება იქნეს გამოცდილებაში მოცემული, „განწყობებისა და მდგომარეობების“ პირადი მიდგომისკენ გვამისამართებს.

იკონოგრაფია – ქოროლოგია

გრეჩულევიჩის ფერწერული სტრატეგიის ცენტრალური მომენტი მის მიერ მხატვრული სივრცის მოხელთებაში მდგომარეობს: ფონი ფართოდ იფარება მონოქრომული შესრულებით, ორგანულად თავისუფალი და ერთმანეთს შერწმყული ხვეული ხაზებით. მოტივი ხშირად ამ კოპოზიციის ცენტრში და წინა პლანზეა განთავსებული, ხშირად კი იგი ფონზე არსებული გრაფიკული ხაზის მსგავსი

სტრუქტურით იფარება. უმეტესწილად მონოქრომული ფონი, მასზე დატანილი გრაფიკული ხაზები და წინა პლანზე ცენტრირებული მოტივი ქმნის ფერწერულ სივრცეს, რომელიც მუდმივად განიცდის ცვლილებას ბრტყელ, სიღრმისეულ სიბრტყეებსა და გეომეტრიულ სიღრმეს შორის – ისევე როგორც წინა პლანზე უშუალოდ თანამყოფ მოტივსა და ფონზე არსებულ სივრცულ დაყოფას შორის. გამოსახული დონეების, პერსპექტივების, წინა პლანზე არსებული ფრონტალური და ღერძული ფიგურების და ერთი შეხედვით ბრტყელი ფონის ერთდროულობა ინტერპიქტორიალური გზით ხატწერაზე მიგვითითებს. ხატწერითი ფორმები სიღრმისეულად უკავშირდებიან საქართველოს კოლექტიურ და კულტურულ გამოსახულების მეხსიერებას, რაც მხატვრისთვის გადამწყვეტ კრიტერიუმს წარმოადგენს საკუთარი ვიზუალური ენის შემუშავებისათვის.

ხატწერას, როგორც კომპოზიციაში, ასევე შინაარსში, თან სდევს კანონიკური სტრუქტურა. ჯორჯ კორდისი ხატწერის უმთავრეს სტილისტიკას შემდეგნაირად აღწერს: სიღრმისეული კრეატიულობის ნაკლებობა, ზედაპირის სტატიური ფორმაცია, კომპოზიციაში ფერის სემანტიკა, ხაზების მიერ სტრუქტურირება, ფორმის პლასტიურობა და აგრეთვე რითმისადმი სწრაფვა. ასევე განიხილება სინათლე, სივრცე და პერსპექტივა, როგორც შემდგომი კომპოზიციური ელემენტები. როგორც როლან ბეტანკური აღნიშნავს ოქროს ფონი არამხოლოდ ღვთაებრივი რეალობის ყველგანმყოფობის სიმბოლოს წარმოადგენს, არამედ გამოსახული ფიგურის ირგვლივ არსებულ „ჰაეროვან სივრცესაც“. ამასთანავე, იგი ადამიანის ხედვაზე, როგორც მედიუმზე მიგვითითებს, რაც ამქვეყნიურ შესაძლებლობებსა („პოტენციურობა“) და ღვთაებრივ ყველგანმყოფობას („აქტუალობა“) შორის მანძილს მონიშნავს. ხატწერის დამატებითი პრინციპებია ფრონტალური პერსპექტივა, სურათზე ასახული თემატიკის სიტყვიერი ფორმით მითითება კლასიფიცირების მიზნით, კატეგორიზაციის მოწესრიგებული სისტემა და ფიგურების ორსახოვნება, წამიერ ყოფასა და მარადიულობას შირის.

აღნიშნული ხატწერის პრინციპები გრეჩულევიჩის ნაშრომებში აისახება აბსტრაქტულ და თავისუფლად ცვალებად აგებულებად. არტისტის მიერ შემუშავებული გამოსახულების სტრატეგიები, დახვეწილ ინტერტექსტს წარმოადგენს, რომლის შინაარსი და მიზნები განსხვავდებიან. ამგვარი ფორმით გრეჩულევიჩი აერთიანებს შემოქმედებით საშუალებებს, იყენებს რა მათ მრავალშრიანი თვით ინტერპრეტაციით და რეფლექსიურად, ხელახლა ქმნის საკუთარ შინაარსს. ამის შედეგი არა მხოლოდ კანონიკური პრინციპებისა და ხატწერის რელიგიური სიმბოლიზმის დეკონსტრუქცია, არამედ ასევე „გამოსახულების“ კოლექტიური მეხსიერების ანარეკლიცაა.

ამავე დროს გრეჩულევიჩის მეთოდი ასევე გააზრებული უნდა იყოს, როგორც დროით-სივრცული ქოროლოგია, რომელიც სცდება ისტორიულ სივრცეს, ფერწერული აბსტრაქციით, კოლექტიური გამოსახულებებისა და მეხსიერების რეფლექსიით. „ესთეტიური ჭეშმარიტების“ ან კონკრეტული ნარატივისკენ სწრაფვის გარეშე, რომელიც მას საშულებას აძლევს მიაღწიოს პირად ვიზუალურ იდენტობას.

ვახტანგ ჭეიშვილი

კურატორი